Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - The UN Refugee Agency (UNHCR)
Home
International organizations /Diplomatic missions
The UN Refugee Agency (UNHCR)
Study of Attitudes and Expectations of Internally Displaced Persons in regards to Returning to Their Home Places or Accepting Other Sound Alternatives, 2015

Study of Attitudes and Expectations of Internally Displaced Persons in regards to Returning to Their Home Places or Accepting Other Sound Alternatives, 2015

6 Dec 2014

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაკვეთით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარდა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა კვლევა, რომლის მიზანი ყო იძულებით გადაადგილებულ პირეთა ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გამჟღავნება და შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების ინფორმირება დასახული გეგმების შესახებ. 

კვლევის ფარგლებში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გამოკითხა ორიათას ერთი (2,001) იძულებით გადაადგილებული პირი 2014 წლის ოქტომბერ-დეკემბერში თბილისსა და საქართველოს ათ რეგიონში. კვლევა მოიცავს აფხაზეთის ყველა რაიონიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ სხვადასხვა საბინაო პირობებში, მათ შორის კოლექტიურ ცენტრებში, კოტეჯური ტიპის დასახლებებში და კერძო სახლებში.

ინტერვიუში მონაწილე იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი ადგილსამყოფელის დასადგენად, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გამოითხოვა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების ამჟამინდელი მისამართების სია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან. იძულებით გადაადგილებულ პირთა შესარჩევად მონაცემთა ბაზის საფუძველზე მომზადდა პირველადი შერჩევის ჩარჩო. შერჩევის პირველად ერთეულში მოხდა იძულებით გადაადგილებულ პირთა განაწილება რეგიონებისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით (კოლექტიური ცენტრები, კოტეჯური ტიპის დასახლებები, კერძო საცხოვრებელი) და მათი დახარისხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით. შერჩევის მეორადი ერთეულია იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები; ოჯახები შეირჩნენ შემთხვევითი წესით. შერჩევის საბოლოო ერთეულში პირთა შერჩევა მოხდა ოჯახებში კიშის ცხრილის გამოყენებით.

კვლევის ცდომილება მთლიანი შერჩევისთვის უდრის 2.2%-ს 95%-იანი სანდოობის მიხედვით. თითოეულ ქვეჯგუფში შერჩევის საშუალო ცდომილებაა 4.5%.