Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - United Nations Population Fund (UNFPA)
Home
International organizations /Diplomatic missions
United Nations Population Fund (UNFPA)
Survey on male involvement for gender equality issues, 2013

Survey on male involvement for gender equality issues, 2013

6 Oct 2013

გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მიმართ კაცების და ქალების დამოკიდებულების და პრაქტიკების გამოვლენა.

მიღებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება პროგრამების ეფექტიანი დაგეგმვა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში კაცთა ჩართულობის საჭი­როების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კვლევის ძირითადი ამოცანებს წარმოადგენდა:

  • საოჯახო საქმეებში კაცთა ჩართულობის სხვადასხვა პრაქტიკის გამოვლენა და მათი შედარება ქალთა მონაწილეობასთან;
  • ბავშვის აღზრდის პროცესში კაცთა ჩართულობის სხვადასხვა პრაქტიკის გამოვლენა;
  • გენდერული თანასწორობის ძირითადი სტანდარტების მიღება;
  • გენდერული ძალადობის სხვადასხვა პრაქტიკის შეფასება;
  • მეუღლეებს/პარტნიორებს შორის საოჯახო ურთიერთობების, მათ შორის სექსუალური ურთიერთობების, დახასიათება;

კვლევა მოიცვა რაოდენობრივი და თვი­სებრივი კომპონენტები. რაოდენობრივი კვლევის გენერალურ ერთობლიობას შეადგენდა საქართველოს მოსახლეობა (18 წლის და მეტი ასაკის). გამოყენებული იქნა მასობრივი გამოკითხვის მეთოდი, კერძოდ, რესპონდენტები გა­მოიკითხნენ პირისპირ ინტერვიუსა და ან­კეტირების გზით. ანკეტირებას მივმართეთ განსაკუთრებით დელიკატურ შეკითხვებზე რესპონდენტთა პასუხების მისაღებად, როდესაც მაღალია არაგულწრფელობის რისკი. თვისებრივი კვლევა განხორციელდა ფოკუს ჯგუფის (ჯგუფური დისკუსიის) მეთოდის გამოყენებით. ჯგუფური დის­კუსიები წინ უსწრებდა მასობრივ გამო­კითხვას, რამდენადაც ფოკუს ჯგუფებს მოცემულ კვლევაში ჰქონდა რაოდენობრივი კვლევის დამხმარე ფუნქცია; კერძოდ, დისკუსიების პროცესში განისაზღვრა საქართველოს რეალობაში შესასწავლი პრობლემის ცალკეული მახასიათებლები, რომლებიც რაოდენობრივი კვლევის კითხ­ვარის შექმნას დაედო საფუძვლად.

შერჩევის მოცულობა: 2408 რეს­პონდენტი. შერჩევის ეს მოცულობა განსაზღვრულია იმ გაანგარიშებით, რომ გამოკითხვის შედეგები რეპრეზენტატული ყოფილიყო საქართველოს მასშტაბით. შერჩევის ფორმირების პირველ ეტაპ­ ზე შერჩევის მთელი ერთობლიობა დაიყო სტრატებად (ტერიტორიულ და დემოგრაფიულ ერთეულებად). ცალკეული სტრატისათვის გამოყოფილი კვოტები გადანაწილდა 18 წლის და უფრო მაღალი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად.

რაოდენობრივი კვლევისთვის (მასობრივი გამოკითხვისთვის), შერჩევის მოდელის დი­ზაინის პარალელურად, მოხდა კვლევის ინსტრუმენტის – კითხვარის შემუშავება. კვლევის ინსტრუმენტად შეირჩა Promundo-ს და ქალთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICRW) მიერ შემუშავებული კითხვარის ადაპტირებული ვარიანტი;

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩა­ტარდა 5 ჯგუფური დისკუსია შემდეგი შემადგენლობით: გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროფილის მქონე სრულწლოვანი ქალები; სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროფილის მქონე სრულწლოვანი კაცები.

თვისებრივი კვლევისათვის გამოი­ყენებოდა ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარი (გაიდლაინი). სულ შემუშავდა 3 ტიპის გაიდლაინი განსხვავებული ფო­კუს ჯგუფებისათვის (გენდერული თა ნასწორობის საკითხებზე მომუშავე არა­სამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული პროფილის მქონე სრულწლოვანი ქალები და მამაკაცები).