Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Konrad Adenauer Stiftung (KAS)
Home
Foreign Entity
Konrad Adenauer Stiftung (KAS)
SCO Mapping in Georgia, 2014

SCO Mapping in Georgia, 2014

18 Mar 2016

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი კონრად ადენაუერის ფონდის დაკვეთით განახორციელა კვლევა, რომლის მიზანი იყო შეეფასებინა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებული მდგომარეობა სხვადასხვა ბაზისური პარამეტრის მიხედვით, რომლებიც განსაზღვრულია ევროკავშირის მიერ შემუშავებული სსო-ებთან თანამშრომლობის გზამკვლევის საფუძველზე (2014-17 წწ.). ეს პარამეტრებია:

  •  სსო-ების არსებული ჩარცოს გაუმჯობესება (improvement of the enabling framework);
  • პოლიტიკის დიალოგში სსო-ბის ჩართვის ხელშეწყობა (support to involvement in policy dialogue;
  • სსო-ბის შსაძლებლობების განვითარება (capacity development).
კვლევა განხორციელდა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით.

თვისებრივი კვლევა

ფოკუს ჯგუფების  და ჩაღრმავებული ინტერვიუების მიზანს წარმოადგენდა  საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს ექსპერტული შეფასება სწორედ „საგზაო რუკის“ შემადგებელი ინდიკატორების მიხედვით.

ჯგუფური დისკუსიის და ჩაღრმავებული ინტერვიუს გაიდლაინი შედგებოდა დაახლოებით 15-20 ღია შეკითხვისგან,, რომლებიც მოდერატორის/ამალიტიკოსის მიერ გამოიყენებოდა დისკუსიის და ჩაღრმავებული ინტერვიუს მსვლეობისას.

სულ ჩატარდა 10 ჯგუფური დისკუსია, მათგან 4 თბილისში, ხოლო დანარჩენი 6 საქართველოს 3 რეგიონში: შიდა ქართლში (გორი), სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე) და იმერეთში (ქუთაისი). დისკუსიაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (რეგიონებში - მუნიციპალიტეტები), რომელთაც შეხება ჰქოდათ სსო-ებთან, ასევე თავად სსო-ების წარმომადგენლები.

რაოდენობრივი კვლევა

რაოდენობრივი კვლევა დაეფუძნა სტრუქტურირებულ ინტერვიუებს სამოქალაქო სექტორის ძირითადი აქტორების წარმომადგენლებთან (ძირითადად ის სსო-ები, რომლებიც მუშაობენ პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე სხვადასხვა სფეროში).

კვლევის სამიზნე ჯგუფი: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოში;

შერჩევის ზომა: 197 დასრულებული ინტერვიუ (შერჩევის ცდომილება 5% - 90%-იანი საიმედოობისთვის)

შერჩევის ჩარჩო: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა. მონაცემთა ბაზის მოწოდება უზრუნველყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრმა (ICCN). ბაზის ფორმირება მოხდა, ასევე, სხვადასხვა წყაროების საშუალებით, მაგ: საქართველოში პოლიტიკის შემუშავებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები, საქართველოს საჯარო რეესტრი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური.