Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Environmental Information and Education Center (EIEC)
Home
Legal Entity of Public Law
Environmental Information and Education Center (EIEC)
ეროვნულ დონეზე გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება, 2022

ეროვნულ დონეზე გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება, 2022

16 Apr 2023

კვლევა „ეროვნულ დონეზე გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების დონის შეფასება“ მიზნად ისახავდა ქვეყანაში გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებით მოსახლეობის ცოდნის, ინფორმირებულობისა და განათლების დონის/ხარისხის შეფასებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი ამოცანები:

  • გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნის შეფასება;
  • გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების შესახებ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლა;
  • გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების კონტექსტში საქართველოს მოსახლეობის ქცევითი პრაქტიკის ანალიზი;

ზემოაღნიშნული მიზნისა და ამოცანების სრულყოფილად მისაღწევად/შესასწავლად გამოყენებული იქნა, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.

თვისებრივმა კვლევამ მოიცვა სიღრმისეული ინტერვიუები და ფოკუს-ჯგუფები. ჯამში ჩატარდა 7 ფოკუს-ჯგუფი და 15 სიღრმისეული ინტერვიუ. კვლევის აღნიშნული მეთოდების გამოყენებით, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მხარეების (stakeholders) მოსაზრებების, დამოკიდებულებების შესწავლა და გაანალიზება განხორციელდა.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მოსახლეობა გამოიკითხა. გამოკითხვაში  სულ 1500 რესპონდენტი მონაწილეობდა, რამაც უზრუნველყო ეროვნულ დონეზე (თბილისი და საქართველოს ყველა რეგიონი) სტატისტიკურად რეპრეზენტატული გამოკითხვა 2.5%-იანი ცდომილებით მთელი შერჩევისთვის.