Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Batumi State Maritime Academy (BSMA)
Home
Legal Entity of Public Law
Batumi State Maritime Academy (BSMA)
Study of the labor market of marine and related specialties in Samegrelo-Zemo Svaneti region and urban centers of Guria, 2020

Study of the labor market of marine and related specialties in Samegrelo-Zemo Svaneti region and urban centers of Guria, 2020

20 Nov 2020

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონსა და გურიის ურბანულ ცენტრებში საზღვაო და მასთან მომიჯნავე სპეციალობების შრომის ბაზრის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა შემდეგი საკითხები: კომპანიების დამოკიდებულება პროფესიული განათლებისადმი, სამუშაო ძალაზე პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევებისადმი დამსაქმებელთა მოთხოვნების განსაზღვრა, იმ პროფესიების დადგენა, რომლებზეც უახლოეს პერსპექტივაში მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა, კადრების კვალიფიკაციით დამსაქმებელთა კმაყოფილების დონის კრიტერიუმების განსაზღვრა და ა.შ. სულ 13 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა დამსაქმებლებთან, კერძოდ: ლოჯისტიკური კომპანიების, ექსპედიტორების, სატრანსპორტო ხაზების და საკურინგო კომპანიების წარმომადგენლებთან.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში სატელეფონო გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით, გამოიკითხა სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის ქალაქების მოსახლეობა, ანუ ქ. ფოთის პროფესიული სასწავლებლის პოტენციური სტუდენტები. რაოდენობრივი კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არსებობს ადგილობრივ მოსახლეობაში საზღვაო და მასთან მომიჯნავე სპეციალობების დაუფლების მიმართ ინტერესი. სულ, კვლევის ფარგლებში, 18-დან 45 წლის ასაკის 760 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის საფუძველზე მომზადდა ანალიტიკური ანგარიში ქართულ ენაზე.