Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Open Society Georgia Foundation
Home
Non-Entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity
Open Society Georgia Foundation
Study of Participation of Ethnic Minorities in Political Life (2018)

Study of Participation of Ethnic Minorities in Political Life (2018)

18 Feb 2019

კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კვლევა, განსაკუთრებული აქცენტით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პოლიტიკურ მონაწილეობაზე.

 კვლევის მიზნის მისაღწევად დასახული იყო შემდეგი ამოცანების განხორციელება:

  • მეორადი მონაცემების ანალიზი, ე.წ. სამაგიდე კვლევა, რომელიც მოიცავდა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტების, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების, სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შესწავლასა და ანალიზს;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ძირითადი მახასიათებლებისა და ინდიკატორების გამოვლენა, თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის (ფოკუს ჯგუფების) საშუალებით;
  • რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება, რომელიც გაზომავდა ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის განმაპირობებელი ფაქტორებსა და მოტივატორებს;
  • ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ მასობრივი გამოკითხვის ჩატარება სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, თბილისსა და ბათუმში.
  • კონსოლიდირებული ანალიტიკური ანგარიშის შემუშავება ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა როგორც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დამოკიდებულებები (რაოდენობრივი კვლევის შედეგები), ისე მეორადი მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლენილი მიგნებები;
  • ე.წ. ვორქშოპის ჩატარება ექსპერტებთან, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც ისინი გაეცნობოდნენ კვლევის შედეგებს და ჩატარდებოდა დისკუსია, რაც დაეხმარებოდა პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას;
  • ჩატარებულ კვლევასა და ე.წ. ვორქშოპზე დაყრდნობით, პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა ქართულ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

კვლევის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად გამოვიყენეთ სოციოლოგიური კვლევის როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი   მეთოდები.  

კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა მეორადი მონაცემების ანალიზის მეთოდი, ე.წ. „სამაგიდე კვლევა“, რომელმაც მოიცვა არსებული ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის, იმ კვლევებისა და დოკუმენტების ანალიზი, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში ჩართულობის საკითხებს ეხება.

გარდა ამისა, თვისებრივი  კვლევა, ფოკუს ჯგუფის მეთოდით, ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის (პანკისის ხეობა, კახეთის აზერბაიჯანული სოფლები), თბილისის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ცვლადებისა და ინდიკატორების გამოსავლენად (ანუ, თვისებრივ კვლევას ჰქონდა რაოდენობრივი კვლევის დამხმარე ფუნქცია). კერძოდ, ამ მიზნით ჩატარდა 9 ფოკუს-ჯგუფი: სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონში - 2-2 (სულ 8) და თბილისში - 1, რომლებშიც მონაწილეობა სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლებმა მიიღეს. თითოეულ ფოკუს  ჯგუფის  მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა  7-8 ადამიანს, ხოლო მათი რეკრუტირებისას დაცული იყო გენდერული და ასაკობრივი ბალანსი.  ჯგუფური დისკუსიები ჩატარდა როგორც ქალაქის (5 ჯგუფური დისკუსია), ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში (4 ჯგუფური დისკუსია).

ფოკუს-ჯგუფის გზამკვლევი მოიცავდა ღია  ან ნახევრად დახურულ  შეკითხვებს განსახილველი თემატიკის გარშემო. გზამკვლევი შედგებოდა 15-20 ძირითადი შეკითხვისგან, თუმცა დიკუსიის პროცესში სადისკუსიო საკითხების ჭრილში ისმებოდა დამატებითი შეკითხვები, ვინაიდან ამ მეთოდის გამოყენების ფუნქცია ახალი საკითხებისა და ასპექტების გამოკვეთა იყო. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით გამოვლენილიყო ის უნივერსალური საკითხები, რომლებიც ყველა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფისთვის იქნებოდა რელევანტური, ასევე, ისინიც, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის იქნებოდა აქტუალური. დისკუსიების მსვლელობა ჩაწერილია ვიდეო და აუდიო ფაილებზე.

რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: სამცხე-ჯავახეთის (სომხები), ქვემო ქართლის (აზერბაიჯანელები), კახეთის რეგიონის (პანკისელი ქისტები, ოსები), თბილისის (იეზიდები, ბოშები და რუსები), ბათუმის (რუსები) ეთნიკური უმცირესობების 18 და მეტი წლის წარმომადგენლები;

შერჩევის ზომა: 1314 რესპონდენტი;

აღნიშნული შერჩევის ზომის მიხედვით, კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის 2.7%-იანი შერჩევის ცდომილებითა და 95%-იანი სანდოობის ინტერვალით. მონაცემები, ასევე, რეპრეზენტატულია გენდერული ჭრილისათვის, ქალების შემთხვევაში 3.7%-იანი, ხოლო კაცების - 4%-იანი ცდომილებით. აღსანიშნავია, რომ ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი, ქისტი, ოსი და ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები მცირე ეთნიკური (რუსები, ბოშები, ქურთები/იეზიდები) ჯგუფებისთვის შედეგები რეპრეზენტატულია 6%-იანი ცდომილებით (95%-იანი)