Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Public Advocacy
Home
Non-Entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity
Public Advocacy
Needs Assessment Survey of Individuals under International Protection in Georgia, 2017

29 Dec 2017

კვლევის მიზანი იყო საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლა და მათი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გამოვლენა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის მქონე ლტოლვილების კეთილდღეობის ამაღლებაზე მიმართული აქტივობების განხორციელებას და მათი სოციალიზაცია-ადაპტაციის პროცესს.

კვლევის ამოცანებს შეადგენდა:

  • რესპონდენტების შრომითი გამოცდილება, ამჟამინდელი საქმიანობა;
  • საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის მქონე ლტოლვილების ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში;
  • საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
  • მიგრანტების ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებისთის აუცილებელი საჭიროებები/მოთხოვნები/უნარები;
  • საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები, გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგებიან საერთაშორისო დაცვის მქონე პირები;
  • საქართველოში ცხოვრების გამოცდილების შეფასება;

კვლევის მეთოდოლოგია

საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების და პროფსიული უნარ-ჩვევების შესწავლის და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების გამოვლენის მიზნით განხორციელებული კვლევისთვის ჩამოყალიბებული ამოცანების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვანი იყო რესპონდენტებისგან ისეთი ინფორმაციის მიღება, რაც უშუალოდ მათ წარსულ ან ახლანდელ საქმიანობას შეეხებოდა. რესპონდენტების ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების გასაგებად აუცილებლად მივიჩნიეთ ისეთი საკითხის დადგენა, როგორიცაა რესპოდენტის განათლება, ამჟამინდელი შრომითი საქმიანობა, დასაქმების სფერო და იყო თუ არა რესპონდენტის მხრიდან სამსახურის შოვნის მცდელობა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში. ასევე, კვლევისთვის მეტად საინტერესო იყო იმის დადგენა, არის თუ არა ლტოლვილი ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში საქართველოში და შეძლებდნენ თუ არა რესპონდენტები საკუთარი სამეწარმეო ინიციატივის განხორციელებას თანადაფინანსების შემთხვევაში. კვლევის ფარგლებში ამ ინფორმაციის მოპოვება საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ საქართველოში მცხოვრები საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ეკონომიკური მდგომარეობის ხარისხი. ასევე, საინტერესო იყო იმის გაგება, ლტოლვილები საქართველოში თუ იყვნენ ან არიან დასაქმებულები და ვინ იყვნენ ან არიან დამსაქმებლები ეთნიკურად ქართველები, თუ ეთნიკურად არაქართველები. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმ სირთულეების და პრობლემების გამოვლენა, რომელთა დაძლევაც უწევთ ლტოლვილებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში.