Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - The Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG)
Home
Non-Entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity
The Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG)
Sociological study of the attitude of population, entrepreneurs and professors to NGOs, 2003

Sociological study of the attitude of population, entrepreneurs and professors to NGOs, 2003

4 Sep 2003

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დაკვეთით განახორციელა რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს მოსახლეობის, მეწარმეების და პროფესორ-მასწავლებლების დამოკიდებულების შესწავლას არასამთავრობო სექტორის მიმართ საქართველოში.

სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ (Face to face) ინტერვიუს ფორმის გამოყენებით. მოსახლეობის შერჩევითი ერთობლიობა (1200) მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მქონე რესპონდენტებს. იმ ადამიანებთან, რომლებიც აცხადებდენენ, რომ საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას

არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, ინტერვიუ აღარ გრძელდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულების შესწავლა

განხორციელდა შემდეგი მაჩვენებლების (ინდიკატორების) მიხედვით:

  • მოქალაქეთა ინფორმირებულობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ;
  • მოქალაქეთა დარწმუნებულობა იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დადებით როლს ასრულებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში;
  • მოქალაქეთა დარწმუნებულობის ხარისხი იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას სასარგებლო მომსახურებას აწვდის;
  • მოქალაქეთა სურვილი, ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
  • მოქალაქეთა რეალური მონაწილეობის ხარისხი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში.

საქართველოს მოსახლეობის შერჩევისთვის თითოეული მაჩვენებლის მნიშვნელობა შეფასდა სინთეზურად (კომპლექსურად), განსაზღვრული ცვლადების გაერთიანების საფუძველზე. ამასთან, განხორციელდა თითოეული მნიშვნელობის ფორმალიზაცია/კვანტიფიკაცია, რიცხობრივ მაჩვენებლებში მათი გამოხატვის საფუძველზე. საბოლოო ჯამში, დაითვალა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოსახლეობის დამოკიდებულების სინთეზური ინდიკატორის მნიშვნელობა, ცალკეული მაჩვენებლისათვის “წონის” მინიჭებისა და

მათი რიცხობრივი მნიშვნელობების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლის

საფუძველზე (ამის შესახებ დაწვრილებით ქვემოთ იქნება საუბარი). რაც შეეხება პროფესორ-მასწავლებლებსა და მეწარმეებს, მათთან მიმართებაში, აღნიშნული მაჩვენებლები შეფასდა თითოეული ინდიკატორისათვის რელევანტური ცალკეული ცვლადების პროცენტული განაწილების საფუძველზე.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა:

  • საქართველოს მოსახლეობაში (18 წლის და ზემოთ);
  • მეწარმეებში (მსხვილი და საშუალო);
  • პროფესორ-მასწავლებლებში;