Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - Tthe Georgian Centre for Psychosocial and Medical Rehabilitation of Torture Victims (GCRT)
Home
Non-Entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity
Tthe Georgian Centre for Psychosocial and Medical Rehabilitation of Torture Victims (GCRT)
ქართულ რეალობაში არსებული კრიმინალური მენტალიტეტისა და საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების პროცესისა და შედეგების შესწავლა, 2023

ქართულ რეალობაში არსებული კრიმინალური მენტალიტეტისა და საზოგადოებაზე მისი ზემოქმედების პროცესისა და შედეგების შესწავლა, 2023

11 Jun 2023

კვლევის ძირითადი მიზანი იყო ქართულ რეალობაში არსებული კრიმინალური მენტალიტეტისა და საზოგადოებაზე მისი გავლენის შესწავლა.

კვლევის მიზნის სრულყოფილად მისაღწევად დაისახა შემდეგი ამოცანები:

  • დანაშაულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა;
  • დანაშაულებრივი ქმედების გამომწვევი სოციალური ფაქტორების შესწავლა, რომლებიც პირს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს;
  • დანაშაულის მიმართ უფრო მეტად მიდრეკილი სოციალური ჯგუფების დადგენა და მათი სოციალურ-ეკონომიკური-კულტურული მახასიათებლების შესწავლა;
  • დანაშაულის ჩამდენი პირების უფლებრივი მდგომარეობის და დანაშაულების მიმართ არსებული პოლიტიკის შესწავლა/შეფასება;
  • საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, კრიმინალური სუბკულტურების გავლენა;
  • პენიტენციური დაწესებულებების შიგნით კრიმინალური სუბკულტურების დომინირებისა და გავლენების მიზეზების შესწავლა;
  • მოზარდებს/ახალგაზრდებს შორის დანაშაულებრივი ქმედებების (მაგ. მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, და სხვ.) ჩადენის მზარდი ტენდენციების მიზეზების შესწავლა/ანალიზი;
  • მოზარდების დამოკიდებულებები/განწყობები კრიმინალური სუბკულტურებისა და დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ;
კვლევის მიზნისა და ამოცანების სრულყოფილად შესასწავლად გამოყენებული იქნება სოციოლოგიური კვლევის, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდები. კერძოდ, თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდება ფოკუს-ჯგუფები და ექსპერტული ინტერვიუები (KII), ხოლო რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მოსახლეობის გამოკითხვა, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის (face to face interviews) გამოყენებით. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოსაკითხი მოსახლეობის რაოდენობად განისაზღვრა 1900 რესპონდენტი, რაც უზრუნველყოფს სტატისტიკურად რეპრეზენტატულ გამოკითხვას მთელი საქართველოს მასშტაბით 2.2%-იანი ცდომილების ფარგლებში.