Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
გაეროს ბავშვთა ორგანიზაცია
საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ინდიკატორების შესწავლა, 2011

საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ინდიკატორების შესწავლა, 2011

1 სექ 2011

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და USAID დაკვეთით განახორციელა 2009 წელს ჩატარებული კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ღარიბი მოსახლეობის კვლევა. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო განესაზღვრა ის ბარიერები, რომლებიც მოსახლეობის უღარიბეს ნაწილს აფერხებს მიიღოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები. კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს, კერძოდ კი ფოკუს ჯგუფების მეთოდს და პირისპირ ინტერვიუს.

პირველ ეტაპზე ჩატარებულ იქნა შვიდი ფოკუს ჯგუფი სხვადასხვა შემადგენლობით (მოწყვლადი მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორია, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს წარმომადგენლები). ფოკუს ჯგუფების დახმარებით განისაზღვრა ის ბარიერები, რომლებიც წინ ეღობება მოსახლეობის ღარიბ ნაწილს სოციალური დახმარებებით სარგებლობაში.

ფოკუს ჯგუფების საფუძველზე შეიქმნა რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი – კითხვარი. კვლევის დაწყებამდე ჩატარდა კითხვარის პილოტური კვლევა, რის შედეგადაც მოხდა კითხვარის რედაქტირება და საბოლოო ვერსიის შემუშავება. რაოდენობრივმა კვლევამ დაფარა საქართველოს ათი რეგიონი. სულ გამოკითხულ იქნა 902 მოწყვლადი შინამეურნეობა. საველე სამუშაოები განახორციელა 10–მა სუპერვიაზორმა და 32–მა ინტერვიუერმა. ველის დასრულებისთანავე ჩატარდა საველე სამუშაოების კონტროლი, მოხდა 90 ინტერვიუს გაკონტროლება. შემდგომ ეტაპზე განხორციელდა ანკეტების კოდირება და მონაცემთა კომპიუტერში შეყვანა. მონაცემთა შეყვანის შემდგომ მოხდა ფაილის გაწმენდა და მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება. კვლევის ბოლო ეტაპზე შეიქმნა ანალიტიკური ანგარიში, რომელშიც გაანალიზებული იყო კვლევის ძირითადი მიგნებები.