Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი

COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შეფასება PoC-ებზე; 2021

10 სექ 2021

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების შესაბამისობისა და მოცვის შეფასება - თავშესაფრის მაძიებლებისთვის, ლტოლვილებისთვის, ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოში.

კვლევის მიზნის მისაღწევად განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ საჭიროებებზე რეაგირებისა და მათი მიწოდების პროცესის შესწავლა. იმის გაგება, რამდენად და როგორ შეცვალა საქართველოში მთავრობის მიერ გატარებულმა COVID-ის პრევენციისა და რეაგირების ზომებმა PoC-ების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. კონკრეტული შედეგების გამოვლენა საჯარო სერვისებზე წვდომის, მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და საარსებო წყაროების მხრივ.  ლტოლვილთა თემებში არსებული ქსელების, დაძლევის მექანიზმებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. იმის გაგება, PoC-ები თავს დაცულად გრძნობენ თუ არა და შეიცვალა თუ არა უსაფრთხოების ზომები COVID-ზე რეაგირების დროს.


მიზნებიდან გამომდინარე, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა სოციოლოგიური კვლევის როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ მეთოდებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ზემოთ ჩამოთვლილი ბენეფიციარები თბილისში (მარტყოფი, რუსთავი), ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში გამოიკითხა შერეული მეთოდებით (პირისპირ და სატელეფონო გამოკითხვის მეთოდები). კვლევამ მოგვცა საშუალება გაგვეანალიზებინა: ა) როგორ მუშაობდნენ ზემოაღნიშნული 4 ლოკაციების მუნიციპალური სამსახურები თემთან მიმართებაში ბ) როგორ აფასებს თემი მათთან ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციის პრაქტიკას; გ) შეგროვდა თუ არა ინფორმაცია საჭიროების შესახებ და მასზე დროულად მოხდა თუ არა რეაგირება; დ) რა გამოწვევები და ხარვეზები გამოიკვეთა ამ კუთხით და ა.შ.

რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული შერჩევის მეთოდით. World Vision Georgia-სა და UNHCR-ის თანამშრომლობით შემუშავდა PoC-ების სია და გადაეცა ISSA-ს. სულ გამოიყო 4 ჯგუფი: თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელები და მოქალაქეობის არმქონე პირები. სიაში თითოეული ჯგუფის პროპორციის მიხედვით განისაზღვრა მათი წილი შერჩევისას. სულ გამოიკითხა 212 რესპონდენტი, მათ შორის 112 თავშესაფრის მაძიებელი, 52 ლტოლვილი, 45 ჰუმანიტარული სტატუსის მფლობელი და 3 მოქალაქეობის არმქონე პირი.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა ფოკუს ჯგუფის მეთოდი. ფოკუს ჯგუფები ჩატარდა საქართველოს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 

თითოეული ფოკუს ჯგუფი გაგრძელდა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რომელშიც მონაწილეობდა 8 მონაწილე, მოდერატორის ხელმძღვანელობით. რესპონდენტებს წინასწარ ეცნობათ კვლევის მიზანი და ამოცანები. COVID-19 ინფექციით შექმნილი მდგომარეობის გამო ფოკუს ჯგუფები დისტანციურად ჩატარდა. სამიზნე ჯგუფებთან დაკავშრება მოხდა ონლაინ პლატფორმის Zoom-ის მეშვეობით.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 11 ფოკუს ჯგუფი საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში (9), ქუთაისში (1) და ბათუმში (1).