Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სოციალური დაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის გენდერული ანალიზი, 2013

სოციალური დაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის გენდერული ანალიზი, 2013

10 მაი 2013

კვლევის მიზანს წარმოადგენდა სოციალური დაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის გენდერული ანალიზი. მიზნის მისაღწევად, სოციალური პოლიტიკის ანალიზი სხვადასხვა დონეზე განხორციელდა:

  • ეროვნული პოლიტიკის დონეზე, სტრატეგიის, პოლიტიკის, დაგეგმვისა და ბიუჯეტის უზრუნველსაყოფად, რაც შეესაბამება CEDAW და გაეროს SC რეზოლუციებს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ;
  • ეროვნული ინსტიტუტების დონეზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეთნიკურ უმცირესობათა ქალებისათვის უკეთესი ინფორმაციისა და მომსახურების გაწევის მიზნით;
  • საბაზისო დონეზე, დევნილთა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების ქალთა ჯგუფის და თემების მხარდაჭერის მიზნით ორგანიზება და აქტიური მონაწილეობის მიღება პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით;

კვლევის მიზნისა და ამოცანების მისაღწევად:

  •  განახორციელდა არსებული ეროვნული სოციალური პოლიტიკისა და სხვადასხვა კანონების გენდერული ანალიზი და შეფასება;
  • საკითხის ექსპერტებთან ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები;

კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა თვისებრივი კვლევის შემდეგი მეთოდები:

  • სამაგიდო კვლევა;
  • ჩაღრმავებული ინტერვიუ;
  • ფოკუს ჯგუფი;