Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
მთავარი
საერთაშორისო ორგანიზაციები/დიპლომატიური მისიები
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
პროექტის - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით“ შეფასება, 2017

პროექტის - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით“ შეფასება, 2017

13 ოქტ 2017

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთით განახორციელა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა პროექტის - „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მიმართულებით“ შედეგებისა და შესაბამისობის შეფასება.

გარე შეფასების მთავარი ამოცანები იყო:

  • დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუების, ანგარიშების და სხვა ხელმისაწვდომი დოკუმენტაციების მეშვეობით, მიღწეულ მიზნებთან შესაბამისობის დადგენა;
  • პროექტის განხორციელების შეფასება ეფექტიანობისა და ეფექტურობის თვალსაზრისით;
  • პროექტის ფარგლებში მიღწეული მდგრადობის შეფასება;
  • IOM - სთვის და პროექტის სხვა მონაწილეთათვის რეკომენდაციების მიწოდება, სამომავლოდ სასაზღვრო და მიგრაციის მართვის სფეროში აქტივობების ეფექტური განხორციელების შესახებ:

მოცემული ამოცანების მისაღწევად, ჩატარდა თვისებრივი კვლევა და გამოყენებული იქნა ფოკუს ჯგუფის, ჯგუფური ინტერვიუს და ექსპერტული ინტერვიუს მეთოდები.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ექსპერტული ინტერვიუ, 7 ჯგუფური ინტერვიუ და 4 ფოკუს ჯგუფი.

ფოკუს ჯგუფები, ჯგუფური ინტერვიუები და ექსპერტული ინტერვიუები ჩატარდა პროექტში ჩართულ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან, პროექტის განმახორციელებელ IOM - ის მისიის თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებთან და სარეინტეგრაციო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებთან.

თითოეული ინტერვიუ ჩაიწერა აუდიო ჩამწერის საშუალებით, გარდა უცხოელ ემიგრანტებთან ჩატარებული ინტერვიუებისა (მათი კონფიდენციურობის  მაქსიმალურად დაცვის მიზნით), რის შემდეგაც აუდიო ფაილები გაიშიფრა და საბოლოო ანგარიშისთვის მომზადდა ტრანსკრიპტები.