Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ, 2010

საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ, 2010

6 მარ 2010

კვლევის ფარგლებში განხორციელდა საშუალო შემოსავლების მქონე მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართ. კვლევის ამოცანები იყო:

  • ცოდნა და განწყობები ჯანმრთელობის დაზღვევის ცნების მიმართ (რამდენად უნდა და რამდენს გადაიხდის რესპონდენტი სამედიცინო დაზღვევის პაკეტში);
  • ცოდნა, განწყობა და პრაქტიკები სპეციფიკურ ჯანდაცვის პრევენციულ ჩარევებთან დაკავშირებით, რესპონდენტების სურვილი გამოიყენონ ეს მომსახურება, რადგან ის უფასოა.
  • პაციენტების კმაყოფილების ხარისხი სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიმართ.

რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი – კითხვარი შემუშავებულ იქნა USAID–სა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის მიერ. კვლევის დაწყებამდე განხორციელდა საკვლევი ინსტრუმენტის პილოტაჟი. კვლევის მეთოდი იყო პირისპირ ინტერვიუ. კვლევამ დაფარა საქართველოს დიდი ქალაქები: თბილისი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი და ბათუმი. სულ გამოიკითხა 510 საშუალო შემოსავლების მქონე შინამეურნეობა (მონაცემები ეყრდნობოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს). საველე სამუშაოები განახორციელა ოთხმა სუპერვაიზორმა და ცხრამეტმა ინტერვიუერმა. საველე სამუშაოების დასრულებისთანავე განხორციელდა საველე სამუშაოების კონტროლი. მოხდა კითხვარების კოდირება, SPSS–ის პროგრამაში შეტანა და მონაცემთა ბაზის გაწმენდა. კვლევის ბოლო ეტაპზე მონაცემები სტატისტიკურად გაანალიზდა და გადაეცა დამკვეთს.