Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ევრაზიის პარტნიორობის ფონდი
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
ევრაზიის პარტნიორობის ფონდი
საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის, შრომის ბაზარზე იურიდიული განათლების მქონე პირების კვალიფიკაციის და მიწოდების შესაბამისობის კვლევა, 2015

საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის, შრომის ბაზარზე იურიდიული განათლების მქონე პირების კვალიფიკაციის და მიწოდების შესაბამისობის კვლევა, 2015

9 ივლ 2015

კვლევის მიზანი იყო გამოევლინა,  რამდენად ხარისხიან  უმაღლეს იურიდიულ განათლებას აწვდიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს. ასევე,  რა სახის მოთხოვნებს უყენებს შრომის ბაზარი  საქართველოში იურიდიული განათლების მქონე პირებს და რამდენად აკმაყოფილებენ კურსდამთავრებულები შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

კვლევის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად გამოყენებული იქნა, სოციოლოგიური კვლევის როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი   მეთოდები.  თვისებრივი  კვლევის მეშვეობით მოხდა იურიდიული განათლების  ხარისხის განმსაზღვრელი ინდიკატორების დადგენა, საქართველოში იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული  პრობლემების ძირითადი ტენდენციების გამოვლენა და  იურიდიული განათლების მქონე  პირების კვალიფიკაციის მიმართ შრომის  ბაზარზე არსებული  დომინანტური მოთხოვნებისა და პრობლემების გამოვლენა.

თვისებრივი კვლევის ეტაპზე გამოვლენილი ტენდენციების  ვალიდურობის შესაფასებლად ჩატარდა  რაოდენობრივი  კვლევა. რაოდენობრივი  კვლევის მეშვეობით მოხდა  სამიზნე  ჯგუფის მიერ  (იურიდიული განათლების  პროფილის ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები,  ურნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები) არსებული რეალობის  შეფასება  იმ ინდიკატორების  საფუძველზე, რომლებიც ხარისხიან  იურიდიულ განათლებას განსაზღვრავს.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 9 ფოკუს ჯგუფი საქართველოს 3 ქალაქში შემდეგ სამიზნე ჯგუფებთან:

  • სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლები;
  • ადვოკატები;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით გამოიკითხა იურიდიული განათლების უზრუნველმყოფი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები; აგრეთვე, ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ფაკულტეტის ადმინისტრაციის (დეკანატის) მაღალი რანგის წარმომადგენლები (დეკანი, დეკანის მოადგილეები, ხარისხის უზრუნველყოფის და სხვა სამსახურის უფროსები და სხვ.).

შერჩევის მოცულობა : სტუდენტებისათვის:

  • 1000 დასრულებული ინტერვიუ (შერჩევის ასეთი მოცულობა გამოწვეულია ძირითადი სამიზნე ჯგუფის ქვეჯგუგებისთვის რეპრეზენტატული მონაცემების მიღების საჭიროებით);
  • პროფესორ-მასწავლებლებისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის: 350 დასრულებული ინტერვიუ;

მაშასადამე, მთლიანობაში შერჩევის მოცულობამ შეადგინა 1350 ინტერვიუ.