Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ''ჰედაია''
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
''ჰედაია''
ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში, 2017

ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობა საქართველოს ახალგაზრდებში, 2017

17 ნოე 2017

კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ რა არის ძალადობრივი ექსტრემიზმის მიმართ მოწყვლადობის რისკ-ფაქტორები საქართველოს ახალგაზრდებში და რომელი (ქვე)ჯგუფია ყველაზე მოწყვლადი.

კვლევა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • რამდენად აკმაყოფილებს სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობის  პირობებსახალგაზრდების მდგომარეობა;
  • როგორ აფასებენ ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს;
  • არსებობს თუ არა ახალგაზრდებში ერთმანეთთან და გარემოსთან კომუნიკაციის დეფიციტი;
  • რა გავლენას ახდენს რელიგიური ინსტიტუტები და ტრადიციები ახალგაზრდების სოციალიზაციაზე;
  • რა არის ახალგაზრდების ღირებულებები, რაც მათი დამოკიდებულებების იდეოლოგიურ საფუძველს ქმნის?

სოციოლგოიური კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იიქნა, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კლვევის მეთოდები.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იიქნა შემდეგი მეთოდები:

  • ჯგუფური ინტერვიუ;
  • ჩაღმრავებული ინტერვიუ;
  • დისკურსის ანალიზი;

ხოლო, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუს მეთოდი.

თვისებრივი კვლევისთვის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა:

  • ახალგაზრდობის წარმომადგენლები (18-29  ასაკობრივი ჯგუფი);
  • სკოლის მასწავლებლები;
  • რელიგიური სკოლა-პანსიონების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი);
  • ექსპერტები;

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში  გამოიკითხა 1145 რესპონდეტი შემდეგ სამიზნე ჯგუფებში:

  • ახალგაზრდობის წარმომადგენლები (18-29  ასაკობრივი ჯგუფი);
  • საჯარო სკოლების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი);
  • რელიგიური სკოლა-პანსიონების მოსწავლეები (15-17 ასაკობრივი ჯგუფი);