Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ''IRD ინჯინიირინგი''

ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასება (2016 - 2019)

5 მარ 2018

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, „IRD engineering“ -ის დაკვეთით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანს წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შეფასებას.

პროექტის ფარგლებში ფასდება 40-ზე მეტი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საბავშვო ბაღების, ხიდების, გზების, სპორტული კომპლექსების, საზოგადოებრივი ცენტრების და ა.შ. რეაბილიტაციის მიმდინარეობა. პროექტები შემდეგი ინდიკატორების მიხედვით ფასდება - სქესი, სამიზნე ჯგუფის რაოდენობა და ა.შ.

შეფასების ფარგლებში გამოყენებულია დამკვეთის მიერ შექმნილი ინსტრუმენტი -კითხვარი. კვლევის მეთოდს წარმოადგენს - პირისპირ ინტერვიუ, ხოლო სამიზნე ჯგუფებია:

  • ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები;
  • პროექტის ბენეფიციარები (ადგილობრივი მოსახლეობა);

პროექტის განხორციელება დაიწყო 2016 წელს და დასრულდება 2019 წელს.