Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - URC
მთავარი
უცხოური კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
URC
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მიერ მკურნალობის შეწყვეტის რისკ ფაქტორების კვლევა, 2013

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მიერ მკურნალობის შეწყვეტის რისკ ფაქტორების კვლევა, 2013

6 ნოე 2013

ტუბრეკულოზის პრევენციის ცენტრის მხარდაჭერითა და (URC)-ის დაფინანსებით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მიერ მკურნალობის შეწყვეტის რისკ ფაქტორების შესწავლა

კვლევის ამოცანები იყო:

  • მულტირეზისტენტული და ზემდგრადი ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მიერ მკურნალობის შეწყვეტის რისკ–ფაქტორების გამოვლენა;
  • მკურნალობის შეწყვეტის გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრა საქართველოში

ტუბერკულოზის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს DOTS და DOTS Plus სტრატეგიების უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას და შემცირებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებს საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით (რომელიც ძირითადად მკურნალობის შეწყვეტითაა განპირობებული).

კვლევა ჩატარდა სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი (ჯგუფური დისკუსიები) და რაოდენობრივი (კვლევა) მეთოდების გამოყენებით.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 2 ჯგუფური დისკუსია (თბილისში), რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა:

 

  • ექპერტების მიერ M/XDR TB პროგრამის შეფასება საქართველოში;
  • ვალიდური კვლევის ინდიკატორების იდენტიფიცირება, რომელიც გახდა კითხვარის შემუშავების საფუძველი;
  • საბოლოო ანალიტკური ანგარიშის მიგნებების იდენტიფიცირება.

ISSA - ს ანალიტიკოსის მიერ შემუშავდა კველვის ინსტრუმენტი (გაიდლაინი). მოხდა ჯგუფური

დისკუსიის ვიდეო/აუდიო ჩაწერა და მიღებული მასალა გაიშიფრა და განხორციელდა ანალიზი.

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუს მეთოდი. აღნიშნული კვლევა განიხილა და დაამტკიცა URC–იმ და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეთიკურმა კომისიებმა.

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზის მქონე M/XDR TB პაციენტები, რომელებმაც შეწყვიტეს მკურნალობა 2 ან მეტი თვის განმავლობაში და ჩაერთვნენ ინდივიდულური მკურნალობის რეჟიმში (ITR) ტუბერკულოზის ნებისმიერი ცენტრის საშუალებით ( საქართველოს მასშტაბით), 2008–2013 წლებში. კვლევის ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა კონფიდენციალობის დაცვა და რესპონდენტების „ღიაობის“ უზრუნველყოფა სენსიტიური საკითხების მიმართ. ამ სირთულის თავიდან ასაცილებლად გამოიყენა ინფორმირებული თანხმობის ფორმები;

შერჩევის ჩარჩო იყო ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემები. პაციენტების მონაცემების მოპოვება მოხდა ყველა MDR/XDR პაციენტის სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით – ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზის მქონე M/XDR TB პაციენტები, რომლებთანაც მოხდა ინდივიდუალური მკურნალობის რეჟიმის ინიცირება (ITR) ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრებში საქართველოს მასშტაბით.

საერთო ჯამში კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 163 რესპონდენტი.