Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - აჭარის არ დასაქმების სააგენტო

საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა, 2019

2 აგვ 2019

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, აჭარის არ დასაქმების სააგნეტოს დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საზღვაო შრომის ბაზარის შესწავლა, კერძოდ,  სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს მოქალაქეების საზღვაო სფეროში დასაქმების პერსპექტივის განსაზღვრა, როგორც ტვირთმზიდ გემებზე, ასევე საკრუიზო ლაინერებზე.

კვლევის ამოცანები იყო:

  • ტვირთმზიდ გემებზე არსებული ვითარება და შრომითი მოთხოვნის განსაზღვრა;
  • საერთაშორისო საკრუიზო მიმართულებით არსებული შრომითი მოთხოვნის შესახებ არსებული რესურსების მოძიება და შესწავლა;
  • საზღვაო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის ქართული სამუშაო ძალით დაკმაყოფილების პოტენციალის შესწავლა.

კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნება თვისებრივი კვლევის მეთოდები - სამაგიდე კვლევა და ჩაღრმავებული (ექსპერტული) ინტერვიუ.

კვლევის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო სასწავლებლების, საკრუინგო კომპანიების, მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები და ასევე მოქმედი კაპიტნები. სულ კვლევის ფარგლებში ჩატარდა  17 სიღმიშეული და ჯგუფური ინტერვიუ და გამოიკითხა 25 რესპონდენტი.