Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო
პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის, უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის“ საპილოტე პროექტების (ქვე გრანტები) საბოლოო გარე შეფასება, 2019

პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის, უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის“ საპილოტე პროექტების (ქვე გრანტები) საბოლოო გარე შეფასება, 2019

26 დეკ 2019

სოციალური კვლევისა და ანალიზი სინტიტუტმა, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო - პროექტის ფარგლებში - „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის, უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის“ საპილოტე პროექტების (ქვე გრანტები) საბოლოო გარე შეფასება.

მოცემული პროქტების შეფასების საფუძველზე გამოვლინდა, რამდენად წარმატებულად და ეფექტიანად ხორციელდებოდა პროექტის მიზანი პრაქტიკაში. ასევე, გამოვლინდა ის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა ამ პროექტების განხორციელების კუთხით; განისაზღვრა, კონკრეტულად რა სახის აქტივობებისა და ინტერვენციების საშუალებითაა შესაძლებელი პროექტის შედეგიანობის გაზრდა.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა შემდეგი ამოცანები:

  • თითოეული ზემოაღნიშნული საპილოტე პროექტის მიზნის შესწავლა;
  • პროექტის მიზნების მიღწევადობის განსაზღვრა;
  • პროექტის ფარგლებში არსებული ხარვეზების გამოვლენა;
  • რეკომენდაციების შემუშავება მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმების უნარის გაზრდასთან დაკავშირებით, პილოტური პროექტების ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენის საფუძველზე. იმ სამომავლო ქმედებების განსაზღვრა, რომლებიც ბენეფიციართა გაძლიერებასა და დასაქმებას ხელს შეუწყობს.
კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდები.