Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და მათი ცხოვრების პირობების კვლევა (საერთაშორისო კვლევა (EUROSTUDENT VIII) 2022-2024

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და მათი ცხოვრების პირობების კვლევა (საერთაშორისო კვლევა (EUROSTUDENT VIII) 2022-2024

12 ივნ 2022

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, უკვე მეორედ, ახორციელებს საერთაშორისო კვლევას - “ევროსტუდენტი - VIII”. კვლევა შეისწავლის ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების პირობებსა და სწავლის თავისებურებებს.

აღნიშნული კვლევის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და ევროპის კონტინენტის 25-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. საქართველო ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევას პირველად 2014 წელს შეუერთდა პილოტური ქვეყნის სტატუსით. მიმდინარე კვლევა საქართველოსთვის რიგით მეოთხეა. ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევას კოორდინირებას უწევს ევროსტუდენტის კონსორციუმი - www.eurostudent.eu.

კვლევის ფარგლებში  შეისწავლება სტუდენტების:

  • დემოგრაფიული მახასიათებლები - ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, და ა.შ.
  • სასწავლო პირობები და რესურსები
  • შიდა და საერთაშორისო მობილობა
  • დროის მენეჯმენტი
  • საცხოვრებელი პირობები
  • დასაქმება
  • დანახარჯები
  • სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები

კვლევაში გამოიკითხებიან აქტიური სტატუსის მქონე  სტუდენტები, საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც, რომლებიც სწავლობენ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე. გამოკითხვა ტარდება 2021-22 წლის საგაზაფხულო სემესტრში. ელექტრონულ (ონლაინ) კითხვარს სტუდენტები ელექტრონულად, უნივერსიტეტის პორტალზე, და/ან ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.  კვლევის ფარგლებში დაგეგმილია 4631 სტუდენტის გამოკითხვა.