Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
მთავარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ)
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
პირველი არხის სატესტო გადაცემების - „ახალი დღე“ და „ნაშუადღევს“ მოდიფიკაცია, მათი განვითარების სამომავლო მიმართულებების განსაზღვრა, 2019

პირველი არხის სატესტო გადაცემების - „ახალი დღე“ და „ნაშუადღევს“ მოდიფიკაცია, მათი განვითარების სამომავლო მიმართულებების განსაზღვრა, 2019

1 აგვ 2019

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დაკვეთით, ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ეხება პირველი არხის დილის და შუადღის სატესტო გადაცემების („ახალი დღე“ და „ნაშუადღევს“) შესწავლას სხვადასხვა კუთხით. კვლევის მიზანი იყო გადაცემების ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა, რაც, თავის მხრივ,  მაყურებელზე მათი ზემოქმედების/გავლენის შეფასების შესაძლებლობას მოგვცემდა.

კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის მეთოდის, კერძოდ, ფოკუს ჯგუფის, გამოყენებით; თუმცა, თვისებრივ კვლევას ჰქონდა რაოდენობრივი კომპონენტიც კერძოდ გამოვიყენეთ დღიურის გზით გადაცემების შეფასების მეთოდი, ფორმალური სკალების გამოყენებით.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, სამიზნე ჯგუფებად განისაზღვრნენ:

თბილისის მაცხოვრებლები, რომლებიც, გარკვეული სიხშირით, უყურებენ პირველი არხის, რუსთავისა 2-ისა და იმედის დილის და შუადღის შემდეგ გადაცემებს:

  • პირველი არხი: „ახალი დღე“, „ნაშუადღევს“
  • რუსთავი 2: „დიალა მშვიდობისა, საქართველო“, „სხვა შუადღე“

იმედი: „იმედის დილა“, „დღის შოუ“ კვლევის პირველ ეტაპზე გამოვიყენეთ დღიურის მეთოდი (თვისებრივი კვლევის რაოდენობრივი  კომპონენტი), რომლის ფარგლებში წინასწარ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა  5 ქულიან სკალაზე (სადაც 1 იყო შეფასების მინიმალური მაჩვენებელი, 3 ნეიტრალური,  ხოლო 5 – მაქსიმალური მაჩვენელი) შეაფასეს პირველი არხის, იმედისა და რუსთავი 2-ის დილისა და შუადღის გადაცემები. გადაცემების 

შეფასება მოხდა 18 კრიტერიუმის მიხედვით.

კვლევის მეორე ეტაპზე განხორციელდა ფოკუს ჯგუფების ჩატარება. თითო ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღო 10-მა მონაწილემ. რესპონდენტების შერჩევა განხორციელდა მათი სქესის, ასაკის და გადაცემის ყურების მაჩვენებლის მიხედვით. კვლევის ფარგლებში სულ ჩატარდა 6 ფოკუს ჯგუფი. ფოკუს-ჯგუფები ხანგრძლივობა იყოო დაახლოებით საათ ნახევრიდან სამ საათამდე.