Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ''აჭარისწყალი ჯორჯია''
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
''აჭარისწყალი ჯორჯია''
აჭარის მაღალმთიანი რეგიონის შრომის ბაზრის კვლევა, 2016

აჭარის მაღალმთიანი რეგიონის შრომის ბაზრის კვლევა, 2016

23 დეკ 2016

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაკვეთით, აჭარის მაღალმთიან რაიონებში (ქედა, შუახევი, ხულო) ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო ბაზრის შესწავლას, მოსახლეობის სასოფლო მეურნეობების აღწერასა და მომსახურების სხვადასხვა სფეროებისადმი ინტერესისა და ამ სფეროებში მათი კვალიფიკაციის შეფასებას.

კვლევის მთავარ ამოცანებს წარმოადგენდა:

  • აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სოფლის მეურნეობის აღწერა - მეურნეობებში არსებული რესურსებისა და წამყვანი დარგების გამოკვეთა;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის, მისი შეფასებისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესწავლა;
  • მოსახლეობის ინტერესისა და კვალიფიკაციის შესწავლა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე სხვა დარგების, მათ შორის ტურიზმისა და სერვისების სხვა სფეროების მიმართ;

პროექტი მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ექვსი ფოკუს-ჯგუფი ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. დისკუსიები ჩატარდა ორ სამიზნე ჯგუფთან - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მეწარმეებთან. ჯამში ჩატარდა რვა ფოკუს ჯუფი. 

რაოდენობრივ კვლევის შერჩევის ზომა იყო 478 რესპონდენტი. კვლევის მონაწილეები გამოიკითხნენ ქედის, შაუხევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შემავალი 50 სოფელში. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა პლანშეტში, ODK-ს პროგრამაში ჩატვირთული კითხვარის მეშვეობით ჩაატარეს პირისპირ ინტერვიუები რესპონდენტებთან. მონაცემთა დამუშავების შემდეგ, მოზმადდა SPSS - ის მონაცემთა ბაზა და ანალიტიკური ანგარიში.