Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ''ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება''
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
''ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება''
შშმ ბავშვების, მათი ოჯახების და მზრუნველობის დღის ცენტრების საჭიროებების შესწავლა, 2017

შშმ ბავშვების, მათი ოჯახების და მზრუნველობის დღის ცენტრების საჭიროებების შესწავლა, 2017

5 ოქტ 2017

„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, ორგანიზაცია „ბავშვი ოჯახის, საზოგადოების“ დაკვეთით  ჩაატარა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევა, რომელიც ეხებოდა შშმ ბავშვების, მათი ოჯახების და მზრუნველობის დღის ცენტრების საჭიროებების შესწავლას.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში, სიღრმისეულად მოხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრების, მათი ბენეფიციარებისა და ოჯახების საჭიროებების გამოვლენა. კვლევის ამოცანები იყო:

  • დღის ცენტრების სახელმწიფო სტანდარტებისა და დაფინანსების წესის შეფასება;
  • დღის ცენტრების მომსახურებისა (საგანმანათლებლო, ტექნიკური და ადამიანური რესურსების) და ფუნქციის შესწავლა;
  • დღის ცენტრების პროგრამის ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება;

ფოკუს ჯგუფის მეთოდით გამოიკითხა დღის ცენტრის პედაგოგები/თერაპევტები, ბენეფიციარები (18 წლის და მეტის) და მათი მშობლები/მეურვეები. სულ ჩატარდა 12 ჯგუფური დისკუსია 4 ქალაქში: ბათუმი, ქუთაისი, გორი, თბილისი. თითოეულ ქალაქში გამოიკითხა სამივე სამიზნე ჯგუფი თითოეულ ფოკუს ჯგუფში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 6–9 მონაწილემ. ფოკუს ჯგუფების ხანგრძლივობა გრძელდებოდა 1 საათიდან 2 საათამდე.

რაც შეეხება სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდს, სულ ჩატარდა 24 ინტერვიუ, აქედან 10 - საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებთან (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი), 9 - ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან (თბილისში, გორში, რუსთავში, საჩხერეში, წალენჯიხაში, ბათუმში, ჩხოროწყუში, ოზურგეთში, ჩოხატაურში), ხოლო 5 - სფეროს ექსპერტებთან.

რაოდენობრივი კვლევის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრების, მათი ბენეფიციარებისა და ოჯახების საჭიროებათა გამოვლენა. კვლევის ამოცანები იყო:

  • დღის ცენტრების არსებული მდგომარეობის შესწავლა (ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ადაპტირების ხარისხი, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო რესურსები, განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები);
  • დღის ცენტრებში დასაქმებული პედაგოგების/თერაპევტების ძირითადი საჭიროებების იდენტიფიკაცია;
  • დღის ცენტრების ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების (ამ შემთხვევაში, მშობლების/მეურვეების) დღის ცენტრების პროგრამასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა;
  • დღის ცენტრების საქმიანობის მარეგულირებელი სტრანდარტებისა და მონიტორინგის პროცესის შეფასება;
  • დღის ცენტრების ბიუჯეტის განსაზღვრა და დაფინანსების წესის შეფასება;

აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, რამდენიმე სამიზნე ჯგუფი გამოიკითხა. სულ კვლევა ჩატარდა 45 დღის ცენტრში.

ჩამოთვლილ დღის ცენტრებში გამოიკითხა 450 რესპონდენტი. მათგან 45 იყო დღის ცენტრების ადმინისტრაციის წარმომადგენელი (თითოეულ დღის ცენტრში გამოიკითხა ერთი ადმინისტრაციის წარმომადგენელი). აგრეთვე, დღის ცენტრებში გამოკითხა 135 პედაგოგი/თერაპევტი, 135 ბენეფიციარი (14 წლის და მეტის; მათ შორის, საპენსიო ასაკის ბენეფიციარები) და 135 მშობელი/მეურვე.