Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL)
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL)
შშმ პირთა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა, 2022-23

შშმ პირთა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა, 2022-23

11 ივნ 2023

კვლევა მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესწავლას და მათი საჭიროებების შეფასებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში შემუშავებულია შემდეგი ამოცანები:

  • საქართველოს მასშტაბით ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციისა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოვლენა და რუკის შექმნა.
  • გამოვლენილი ორგანიზაციებიდან არაუმეტეს 10-12 ორგანიზაციის შერჩევა და ორგანიზაციული საჭიროებების სიღრმისეული შეფასება.

ზემოაღნიშნული მიზნის, ამოცანების და საკითხების/თემების სრულყოფილად შესასწავლად გამოყენებული იქნა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისათვის გამოყენებული იქნა ანკეტირების მეთოდი, ხოლო თვისებრივი კვლევის ფარგლებში შერჩეულ ორგანიზაიცებთან ჩატარდა 13 ჯგუფური ინტერვიუ.