Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
მთავარი
ადგილობრივი კერძო და არაკომერციული ორგანიზაციები
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
წინასაარჩევნო პერიოდში მასმედიის საინფორმაციო ბადის პრიორიტეტების რელევანტურობის კვლევა, 2012

წინასაარჩევნო პერიოდში მასმედიის საინფორმაციო ბადის პრიორიტეტების რელევანტურობის კვლევა, 2012

6 სექ 2012

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან (CDI) პარტნიორობით, განახორციელა კვლევითი პროექტი, რომლის მიზანი იყო, გამოევლინა საზოგადოების საარჩევნო ინტერესებსა და სხვადასხვა ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკას შორის შესაბამისობა; აგრეთვე, თავისი წვლილი შეეტანა როგორც პროპაგანდის ეფექტის შემცირებაში, ისე - მოქალაქების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. 

პროექტის შინაარსი გულისხმობდა სამი კომპონენტის ერთიანობას:

  • აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით, 7 ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო პროგრამის მონიტორინგს ორკვირიანი პერიოდების განმავლობაში. მონიტორინგის მიზანი იყო, გამოვლენილიყო თითოეული ტელეკომპანიის დღის მთავარ საინფორმაციო პროგრამაში (ორი კვირის განმავლობაში) ყველაზე ინტენსიურად გაშუქებული თემები.
  •  მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი ინტენსიურად გაშუქებული (პრიორიტეტული) თემები მიეწოდებოდა თბილისში რეპრეზენტაციულად შერჩეულ 400 რესპონდენტს. რესპონდენტები ახდენდნენ პრიორიტეტული თემების რანგირებას პირადად მათთვის ამ თემების მნიშვნელობის მიხედვით. ამგვარი გამოკითხვა საშუალებას გვაძლევდა, დაგვენახა, ტელეკომპანიების მიერ ინტენსიურად შეთავაზებული თემებიდან რომელს ანიჭებდა უპირატესობას თბილისის მოსახლეობა.

თემების ჩამონათვალის გარდა, რესპონდენტებს ვთავაზობდით, ეპასუხათ ერთ ღია შეკითხვაზე: „2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია. მოსალოდნელია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები კონკურენტული იქნება, ხოლო არჩევნების შედეგები - ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ახლა შეგეკითხებით, არჩევნებთან დაკავშირებით, რომელი თემების შესახებ გსურთ ინფორმაციის მიღება მედია საშუალებებით?“ ამ კითხვაზე პასუხების ანალიზი საშუალებას გვაძლევდა, გაგვეგო, როგორი იყო საზოგადოებრივი დაკვეთა ტელევიზიების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში.