საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, 2025 წლის ივნისი
7 ივლ 2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კვლევის მეთოდოლოგია
- კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
- სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
- შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
- მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
- შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
- შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
- გამოპასუხების წილი: 71%
- საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
კვლევის განმახორციელებელი: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).
თანდართულ დოკუმენტში წარმოდგენილია კვლევის შედეგები