Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) (RU)
Главная
Diplomatic corps (RU)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) (RU)
მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევებისა და საჯარო ნდობის მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში

მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევებისა და საჯარო ნდობის მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში

17 Ноя 2020

რაოდენობრივი კვლევითი პროექტის ფარგლებში სულ ჩატარდა ექვსი გამოკითხვა. თითოეულ ტალღაზე კითხვარში მოცემული საკითხები იცვლებოდა ქვეყანაში არსებული ეპიდ მდგომაფრეობის მიხედვით. კვლევამ შემდეგი ძირითადი საკითხები მოიცვა - COVID-19-ის შესახებ ინფორმირებულობა, COVID-19-ის მიმართ დამოკიდებულება, მოსახლეობის მზაობა ზომების და შეზღუდვების დასაცავად და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასება. 

პირველი გამოკითხვა აპრილის თვეში ჩატარდა, ხოლო მეექვე, ანუ ბოლო - დეკემბრის თვეში. კვლევის შედეგები დაეხმარა როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებს COVID-19-ის ინფექციის გავრცელების პრევენციული ზომების შესამუშავებლად.

კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კოჰორტული კვლევა

კვლევის მეთოდი: სატელეფონო გამოკითხვა (საშუალო ხანგრძლივობა - 30 წთ)

კვლევის ინსტრუმენტი: სტრუქტურირებული კითხვარი

კვლევის ობიექტი: საქართველოს 11 რეგიიონის სრულწლოვანი (18 წლის და მეტი) მოსახლეობა

შერჩევის ზომა: 1000 რესპონდენტი (თითოეულ ტალღაში)

შერჩევის ცდომილება: მთელი შერჩევისთვის (±3,1% 95%-იანი სანდოობით); კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია რესპონდენტთა სქესის, ასაკის, ქალაქის/სოფლის მოსახლეობის მიხედვით.

ვლევის ფარგლებში მომზადდა საპრეზენტაციო ფაილები ქართულ და ინგლისურ ენებზე.