საკონსტიტუციო ცლილებების შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა

“სოციალური კვლევისა და ანალიზიის ინსტიტუტმა“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლა.

კვლევას ჰქონდა ორი ამოცანა:

  • ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ (პრეზიდენტის უფლებამოსილებების რევიზია, პრეზიდენტის არჩევითობა, საარჩევნო სისტემის რეორგანიზაცია და ა.შ.) საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლა.
  • ახალი კონსტიტუციის პროექტის შეფასება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ჭრილში, რომლებიც განისაზღვრება სოციალურ–დემoგრაფიული მახასიათებლების მიხედვით (სქესი, ასაკი, განათლება, საცხოვრებელი ადგილი და სხვ.)

კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო საქართველოს მოსახლეობა (18 წლის და მეტი). პირისპირ ინტერვიუს მეთოდით სულ გამოიკითხა 1500 რესპონდნეტი თბილისსა და რეგიონებში (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) შერჩევის ცდომილება შეადგენდა 2.5% (მთელი შერჩევისათვის).

საველე სამუშაოები გაგრძელდა 10 დღის განამვლობაში, 2017 წლის 24 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ ანალიტიკური ანგარიში.