Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (RU)
Главная
Legal Entity of Public Law (RU)
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია (RU)
პრეზიდენტის კამპანიის „შენი ხმა შენი მომავალია“-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევა (2016)

პრეზიდენტის კამპანიის „შენი ხმა შენი მომავალია“-ს ფარგლებში ჩატარებული კვლევა (2016)

5 Март 2018

"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" (ISSA) მიერ 2016 წლის ივნისში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩაატარა მასობრივი (რაოდენობრივი) გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის მონაწილეობის მზაობა და წინასაარჩევნო ატიტუდები.

კვლევის მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ;

შერჩევის ჩარჩო: საქართველოს საარჩევნო ასაკის (18 წლის და მეტი) მოსახლეობა;

შერჩევის ზომა: 1500 რესპონდენტი;

შერჩევის ტიპი: სამსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევა:

  • პირველ საფეხურზე მოხდა საარჩევნო ოლქების შერჩევა. თბილისის შემთხვევაში პირველი საფეხური მოიცავს ყველა საარჩევნო ოლქს, ხოლო რეგიონებში შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი შერჩევის გზით;
  • მეორე საფეხურზე შეირჩა საარჩევნო უბნები, შემთხვევითი შერჩევის გზით; 
  • მესამე საფეხურიზე ოჯახებში შეირჩა რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის გზით;

კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია: ა) საქართველოს მოსახლეობის; ბ) ქ. თბილისის გაერთიანებული რაიონების; გ)  სხვადასხვა დემოგრაფიული მაჩვენებლების (სქესი, ასაკი, განათლება და სხვ.) მიხედვით;

ცდომილება მთელი შერჩევისთვის შეადგინა - 2.5%.