Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - "UDA კონსალტინგი" (RU)
Главная
Foreign Entity (RU)
"UDA კონსალტინგი" (RU)
შინამეურნეობის კვლევა ტყის სარგებლობისა და სიღარიბის შესახებ

შინამეურნეობის კვლევა ტყის სარგებლობისა და სიღარიბის შესახებ

23 Сент 2016

კვლევის მიზანს საქართველოს სოფლის მაცხოვრებელთა ტყეზე, სიღარიბეზე და სტიქიურ მოვლენებზე დამოკიდებულების დადგენა წარმოადგენდა. მოპოვებული ინფორმაცია დაეხმარება მსოფლიო ბანკს თავის უფრო გლობალური მიზნის განხორციელებაში - განსაზღვროს ურთიერთკავშირი სიღარიბესა და ტყეზე დამოკიდებულებას შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კვლევა აგრეთვე დაეხმარება საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიმდინარე სექტორული რეფორმების განხორციელებაში.

კვლევამ მოიცვა რამდენიმე კონკრეტული საკითხი:

  •  როგორ უნდა მოხდეს სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება და გაძლიერება ტყის ბაზაზე არსებული ეკონომიკური საქმიანობის საშუალებით;
  • როგორ უნდა შეუთავსდეს ტყის მდგრადი პრინციპების საფუძველზე არსებული მართვა ტყიდან მიღებულ სოციალურ სარგებელს;
  • როგორ უნდა შემცირდეს სოფლის მოსახლეობის დაუცველობის ხარისხი.

კვლევაში გამოყენებული სოფლები კლასიფიცირებულია ოთხ სტრატად (ქვეჯგუფად) მათ შესაბამის მუნიციპალიტეტებში არსებული ტყის კატეგორიებისა და სტიქიური მოვლენების სიხშირის მიხედვით.

  • სტრატა 1: მაღალი ტყიანობა (ტყის საფარის გავრცელების დონე) და ხშირი სტიქიური მოვლენები.
  • სტრატა 2: მაღალი ტყიანობა და იშვიათი სტიქიური მოვლენები.
  • სტრატა 3: დაბალი ტყიანობა და ხშირი სტიქიური მოვლენები.
  • სტრატა4: დაბალი ტყიანობა და იშვიათი სტიქიური მოვლენები.

კვლევის ნიმუში თანაბრად წარმოადგენს ყველა ზემოთ აღნიშნულ სტრატას. კვლევის გეგმით შერჩეულ ყველა სტრატაში და სოფელში შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 950  ოჯახი.