Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - WHO framework convention on tobacco control

Survey of Tobacco Consumption in Georgia, 2017

7 Dec 2017

კვლევის მეთოდოლოგია

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა პირისპი ინტერვიუს მეთოდი. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა (18+ ასაკის). კერძოდ, გამოიკითხა ქალაქ თბილისისა და ქუთაისის  და ასევე, ზუგდიდის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.

შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა: 3000 ინტერვიუ. ეს ზომა კვლევის შედეგებს ათავსებს ცდომილების დასაშვებ ზღვარში თითოეული სამიზნე ტერიტორიული და დემოგრაფიული ერთეულისთვის.

შერჩევის ჩარჩო: 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა სრული მონაცემები.ეს მონაცემები მოგვაწოდა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

კვლევის დიზაინი: მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციის გამოყენებით

მთლიანი შერჩევის ზომა (3000 ინტერვიუ) გადანაწილდა სამიზნე ტერიტორიულ და დემოგრაფიულ ერთეულებს შორის (ქალაქები და მუნიციპალიტეტები) ისე რომ მონაცემების სტატისტიკური სანდოობა მეტ-ნაკლებად თანაბარი ყოფილიყო თითოეული სამიზნე ერთეულისთვის. თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი დაიყო სტრატებად დასახლების ზომის მიხედვით. 

  1. თბილისის რაიონები და მუნიციპალიტეტების პატარა ქალაქები (რაიონული ცენტრები)
  2. სასოფლო დასახლებები მუნიციპალიტეტებში

ტერიტორიული და დემოგრაფიული ერთეულების შერჩევის ზომა გადანაწილდა სტრატებს შორის 18 და უფრო მეტი ასაკის მოსახლეობის პროპორციულად.