Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - თამბაქოს კონტროლის ჩარჩო - კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი

თამბაქოს მოხმარების მიმართ მოსახლეობის განწყობების კვლევა, 2017

7 დეკ 2017

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუს მეთოდი. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობა (18+ ასაკის). კერძოდ, გამოიკითხა ქალაქ თბილისისა და ქუთაისის  და ასევე, ზუგდიდის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.

შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა: 3000 ინტერვიუ. ეს ზომა კვლევის შედეგებს ათავსებს ცდომილების დასაშვებ ზღვარში თითოეული სამიზნე ტერიტორიული და დემოგრაფიული ერთეულისთვის.

შერჩევის ჩარჩო: 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა სრული მონაცემები.ეს მონაცემები მოგვაწოდა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

კვლევის დიზაინი: მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციის გამოყენებით

მთლიანი შერჩევის ზომა (3000 ინტერვიუ) გადანაწილდა სამიზნე ტერიტორიულ და დემოგრაფიულ ერთეულებს შორის (ქალაქები და მუნიციპალიტეტები) ისე რომ მონაცემების სტატისტიკური სანდოობა მეტ-ნაკლებად თანაბარი ყოფილიყო თითოეული სამიზნე ერთეულისთვის. თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი დაიყო სტრატებად დასახლების ზომის მიხედვით.

  • თბილისის რაიონები და მუნიციპალიტეტების პატარა ქალაქები (რაიონული ცენტრები)
  • სასოფლო დასახლებები მუნიციპალიტეტებში

ტერიტორიული და დემოგრაფიული ერთეულების შერჩევის ზომა გადანაწილდა სტრატებს შორის 18 და უფრო მეტი ასაკის მოსახლეობის პროპორციულად.