Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - გაეროს ქალთა ორგანიზაცია (RU)
Главная
Diplomatic corps (RU)
გაეროს ქალთა ორგანიზაცია (RU)
იძულებით გადადგილებული და ეთნიკური უმცირესობების ქალების სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა (2014)

იძულებით გადადგილებული და ეთნიკური უმცირესობების ქალების სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა (2014)

6 Март 2018

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით განახორციელა იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა.

კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობისა და იძულებით გადაადგილებული ქალების სამართლებრივი მდგომარეობის, სოციალური დაცვის პოლიტიკისა და ქალთა სოციალური, ლეგალური და ეკონომიკური სერვისების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება. კვლევა ფოკუსირდებბოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის იურიდიული დახმარების კლინიკებსა/საკონსულტაციო ცენტრებსა და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე, განსაკუთრებით კი პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირსობის ქალებზე უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მიღწეულ შედგებზე.

კვლევის ამოცანები იყო:

  • ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა სამართლებრივი გარემოს შეფასება;
  • ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა საინფორმაციო საშუალებებისადმი, სამართლებრივი და სოციალური სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის შეფასება;
  • გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეთნიკურ უმცირესობათა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ჩართულობის შეფასება;

კვლევისთვის გამოყენებული იქნა სოციოლოგიური კვლევის როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდები. 

თვისებრივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა რაოდენობრივი კვლევისათვის ემპირიული ინდიკატორების გამოვლენა. კვლევის თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში 7 ჯგუფური დისკუსია, ე.წ.  ფოკუს ჯგუფი ჩატარდა თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და მარნეულში.  ფოკუს ჯგუფების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები;
  • თბილისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები;
  • იძულებით გადაადგილებული და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ის ნაწილი, რომელთაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის იურიდიული დახმარების კლინიკის/საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით ერთხელ მაინც ისარგებელს და ის ნაწილი, რომელთაც აღნიშნული მომსახურებით არასდროს უსარგებლიათ.

რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სრულწლოვანი ქალები და გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ქალები.  რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 700 რესპონდენტი.