Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - ფონდი - "ღია საზოგადოება - საქართველო" (RU)
Главная
Non-Entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity (RU)
ფონდი - "ღია საზოგადოება - საქართველო" (RU)
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტების უფლებების შესწავლა (2016)

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პაციენტების უფლებების შესწავლა (2016)

5 Март 2018

კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რამდენად სარგებლობენ ჯანდაცვის მომსახურებებით ეთნიკური უმცირესობები და რამდენად დაცულია ამ ჯგუფებში სამედიცინო სერვისების გამომყენებელთა (პაციენტთა) უფლებები.

ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ ინტერვიუს გამოყენებით, ოჯახებში.

კვლევის სამიზნე ჯგუფს შეადგენდნენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ძირითადად, სომხები და აზერბაიჯანელები, რომელთა ასაკია 18 წელი და მეტი.

შერჩევის ზომა განისაზღვრა 1004 რესპონდენტით. თუმცა,  რესპონდენტებმა, ბევრ საკითხთან მიმართებით, ინფორმაცია მოგვაწოდეს მათი ოჯახების წევრებზეც (სულ 3623 წევრი). შესაბამისად, აღნიშნული კვლევა შეიძლება ჩაითვალს ოჯახების კვლევად (household survey).

რესპონდენტები შემდეგნარად გადანაწილდნენ ცალკეულ რეგიონებში:

რეგიონი

რაოდენობა

თბილისი

100

კახეთი

100

სამცხე-ჯავახეთი (სულ)

352

ქვემო ქართლი (სულ)

452

სულ

1004