Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home4/issa/public_html/index.php on line 46
ISSA - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL) (RU)
Главная
Non-Entrepreneurial (Non-commercial) Legal Entity (RU)
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL) (RU)
შშმ პირთა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა

შშმ პირთა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებების კვლევა

11 Июнь 2023

კვლევა მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესწავლას და მათი საჭიროებების შეფასებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კვლევის ფარგლებში შემუშავებულია შემდეგი ამოცანები:

  • საქართველოს მასშტაბით ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციისა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გამოვლენა და რუკის შექმნა.
  • გამოვლენილი ორგანიზაციებიდან არაუმეტეს 10-12 ორგანიზაციის შერჩევა და ორგანიზაციული საჭიროებების სიღრმისეული შეფასება.

ზემოაღნიშნული მიზნის, ამოცანების და საკითხების/თემების სრულყოფილად შესასწავლად გამოყენებული იქნა როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისათვის გამოყენებული იქნა ანკეტირების მეთოდი, ხოლო თვისებრივი კვლევის ფარგლებში შერჩეულ ორგანიზაიცებთან ჩატარდა 13 ჯგუფური ინტერვიუ.